გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი სპორტსმენის მოღვაწეობის ამსახველი კინოკადრების კოლაჟს აქვეყნებს.
ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურში დაიბადა. ლეგენდარული ფეხბურთელი 1938-1951 წლებში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში თამაშობდა.
ეროვნული არქივი ბორის პაიჭაძესა და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით მრავალ საინტერესო და უნიკალურ კინოკადრს ინახავს. გამოქვეყნებულ კოლაჟში წარმოდგენილია ნაწყვეტები დოკუმენტური ფილმებიდან: „მატჩი თეირანში“ (1944 წელი, რეჟისორი შალვა ხომერიკი) „თბილისის დინამო რუმინეთში“ (1945 წელი, ავტორები: გიორგი ასათიანი და ლევ არზუმანოვი), „ბორის პაიჭაძე" (1952 წელი, რეჟისორი რევაზ ჩხეიძე), ასევე, სიუჟეტები კინოჟურნალებიდან „საბჭოთა საქართველო“ (1946 წელი) და „სპორტი“ (1965 წელი).