ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია 115 წლის წინანდელი ფოტო - ბათუმის ქართული სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები გაკვეთილის დროს.
ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, ნიკოლოზ საღარაძის კოლექციაში.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში :https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.