მარტი 548
en

არქივის კვირის დოკუმენტი - ქართველი ემიგრანტების მიმოწერა

ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი - საფრანგეთში, ლიონში მცხოვრები,  ქართველი ემიგრანტისა და მეწარმის, შარლ ანთაძის, წერილი ქართველი დიპლომატის, 1918-1934 წლებში ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის, შემდგომში ჟენევაში დაარსებული ქართული პრესის ბიუროს წარმომადგენლის,  ხარიტონ შავიშვილისადმი. 19 თებერვალი, 1957 წელი. 

"... საქართველოში აუცილებლად უნდა მიგიყვანოთ ჯანმრთელი, რადგანაც თუ მას განთავისუფლება ეწვია თქვენისთანა ხალხი უნდა გაუძღვეს, რომ ყველაფერი ფეხზე დააყენოს" - წერს ანთაძე ხარიტონ შავიშვილს. 

დოკუმენტის ორიგინალი დაცულია ჟენევაში გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში. დოკუმენტის ციფრული ასლი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.  დოკუმენტის გამოქვეყნება ქართული დიასპორის დღეს ეძღვნება.