ოქტომბერი 548
en

არქივის ღია კარი

არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში წელს უკვე მეორედ განხორციელდა პროექტი „არქივის ღია კარი“. 

ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

„არქივის ღია კარი“ მოიცავდა სპეციალური ტურს, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლებმა იხილეს წერილობითი დოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავები, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახები, საგამოფენო პავილიონი. ტურის ბოლოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა აჩვენეს. .

ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევრებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ. „არქივის ღია კარი“ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აძლევს საშუალებას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოხვდეს არქივის უნიკალური დოკუმენტების საცავებში. 

არქივთა საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივთა საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.