სექტემბერი 595
en

ანონსი

2 აგვისტოს, 16:00 საათზე, მთაწმინდის პარკში გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ახალი პროექტის -„ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა“ - პრეზენტაცია. პროექტი, რომელიც ბავშვებისთვის შეიქმნა, ინტერნეტსივრცეში ხალხური ზღაპრების ხელმისაწვდომობას  ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული, 1960-70-იან წლებში მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ჩაწერილი  ქართული ზღაპრების აუდიოჩანაწერების დიგიტალური ვერსია მომზადდა. ციფრულ მატარებელზე გადავიდა 42 ქართული ზღაპარი, რომლებიც ვებგვერდზე: https://soundcloud.com/#audio-archives-of-georgia აიტვირთა და ყველასთვის, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვისაც, ეროვნული არქივის ოფიციალური ვებგვერდის: http://www.archives.gov.ge/ge/kartuli-zgaprebi საშუალებით  ხელმისაწვდომი გახდა. პროექტისათვის შექმნილია, ასევე სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/GeorgianTales.

ვებგვერდზე განთავსებულ ზღაპრებს შორის არის: „ხუთკუნჭულა“, „ჭინჭრაქა“, „წიქარა“, „ჩიტი და მეფე“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „ნაცარქექია“, „კომბლე“, „კოკროჭინა“, „ამირანი“ და სხვა. ზღაპრებს პატარებისთვის ცნობილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი კითხულობენ.