აპრილი 548
en

ეროვნულ არქივსა და „სანო რეკორდსს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ხმის ჩამწერ სტუდია „სანო რეკორდსს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და „სანო რეკორდსის“ დამფუძნებელმა მერაბ სანოძემ. 

მემორანდუმის საფუძველზე ეროვნულ საარქივო ფონდს „სანო რეკორდსში“ ჩაწერილი აუდიომასალები შეემატება. ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს ეროვნული არქივისა და სტუდია „სანო რეკორდსის“ ერთობლივ გამოცემებზე მუშაობას. 

„სანო რეკორდსი“ ეროვნულ არქივს სახელმწიფო დაცვისთვის გადასცემს ბოლო წლებში სტუდიაში ჩაწერილ და გამოცემულ აუდიომასალას, რომელიც ბინას ფონოგანყოფილების საცავებში დაიდებს   და „სანო რეკორდსთან“ შეთანხმებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  ამ დოკუმენტებზე მუშაობის შესაძლებლობა ექნება.

„სანო რეკორდსის“ მიერ ეროვნული არქივისათვის გადაცემული აუდიოჩანაწერები 250-ზე მეტ დისკს მოიცავს. მათ შორისაა:  

  • „სიტყვა.გე“ - ნაკრებში შესულია ყველა კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებები, რომელთაც სხვადასხვა მსახიობი კითხულობს - შედგება 32 კომპაქტდისკიგან;
  • „ბიბლია“ - კითხულობს მსახიობი გოგი ხარაბაძე - შედგება 51 კომპაქტდისკისგან;
  • „ახალი აღთქმა, ოთხთავი“ - შედგება 9 კომპაქტდისკისგან;
  • „ქართული ხმები“ - ხალხური და ქალაქური სიმღერები - შედგება 10 კომპაქტდისკისგან;

კომპოზიტორ გოგი ცაბაძის სიმღერების კრებული - შედგება 16 კომპაქტდისკისგან.