აპრილი 548
en

ანონსი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში 12 აპრილს 19:00 საათზე გაიხსნება ფილმების რეტროსპექტივა სახელწოდებით „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“.

რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი რვა მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს მაღალი ხარისხით, ორიგინალის ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით იხილავს.

ღონისძიება იმართება საქართველოს ეროვნული არქივის, თბილისისა და პარიზის ფრანგული ინსტიტუტების, ასევე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობით. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, თბილისის ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე და რეტროსპექტივის კურატორი ნინო ძანძავა.

1950-იანი წლებში ფრანგულ კინოში გამოჩნდა რეჟისორთა ახალი თაობა, რომელთა ნაწილი პირდაპირ მიეკუთვნება „ახალ ტალღას“ ან ასოცირებულია ფრანგული კინოს ნოვატორულ მიმართულებებთან. არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფრანსუა ტრიუფოს, ლუი მალის, ჟან-ლუკ გოდარის, ჟან რუშის, ედგარ მორენის, ჟაკ რივეტის, კრის მარკერის, ანიეს ვარდას და სხვა რეჟისორთა ფილმები, რომლებმაც განსაზღვრეს საეტაპო ცვლილებები ფრანგულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინემატოგრაფში.

12 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით ნაჩვენები იქნება:

„ლიფტი ეშაფოტზე“ (1957), „400 დარტყმა“ (1959), „ერთი ზაფხულის ქრონიკა“ (1960), „პარიზი ჩვენ გვეკუთვნის“ (1961), „ჟიული და ჯიმი“ (1961), „ზიზღი“ (1963), „შეშლილი პიერო“ (1965), „ვიეტნამისგან შორს“ (1967).

სულ გაიმართება 16 სეანსი. დასწრება თავისუფალია.

მისამართი:

ეროვნული არქივის კინოთეატრი

თბილისი, პეკინის 40 / ვაჟა-ფშაველას 1

 

ფილმების განრიგი:

12.04.

19:00 ǀ 400 დარტყმა. 93' 

13.04.

18:00 ǀ ლიფტი ეშაფოტზე. 90'

20:00 ǀ ჟიული და ჯიმი. 105'

14.04.

18:00 ǀ ერთი ზაფხულის ქრონიკა. 90'

20:00 ǀ ზიზღი. 110'

15.04.

19:00 ǀ პარიზი ჩვენ გვეკუთვნის. 141'

16.04.

19:00 ǀ შეშლილი პიერო. 112'

17.04.

19:00 ǀ ვიეტნამისგან შორს. 120'

18.04.

19:00 ǀ ლიფტი ეშაფოტზე. 90'

19.04.

19:00 ǀ ერთი ზაფხულის ქრონიკა. 90'

20.04.

18:00 ǀ 400 დარტყმა. 93'

20:00 ǀ ვიეტნამისგან შორს. 120'

21.04.

18:00 ǀ შეშლილი პიერო. 112'

20:00 ǀ პარიზი ჩვენ გვეკუთვნის. 141'

22.04.

19:00 ǀ ზიზღი. 110'

23.04.

19:00 ǀ ჟიული და ჯიმი. 105'

 

რეტროსპექტივის პროგრამა იხილეთ ბმულზე