ოქტომბერი 595
en

აფიშების კოლექცია საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე

ქართული მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების, თეატრალური სპექტაკლებისა თუ სხვა ღონისძიებების აფიშებისა და პროგრამების ელექტრონული ვერსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე განთავსდა.

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/afishebi.

საქართველოს ეროვნული არქივის კოლექცია ასეულობით აფიშასა და სპექტაკლის პროგრამას მოიცავს, მათ შორის უძველესი 1880 წლით თარიღდება.

დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში გადატანა ეტაპობრივად ხდება. ეროვნული არქივის ვებგვერდზე 100-მდე აფიშისა და პროგრამის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი გახდა ხელმისაწვდომი.