თებერვალი 548
en

წერილობითი დოკუმენტების დიგიტალიზაცია

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების უმრავლესობა წარმოადგენენ ქაღალდის ფუძეზე არსებულ, ძირითადად წერილობით დიკუმენტებს. მათი მიგრაცია ციფრულ ფორმატში ინფორმაციის დაცვის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი და შესაბამისად მუდმივი შენახვის გარანტიაა. ამასთან, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები ელექტრონულ დოკუმენტებთან მიღწევადობის გამარტივების და გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულ არქივში 2011 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე და ყველაზე ხშირად გამოყენებადი  საარქივო ფონდების დიგიტალიზაციის პროექტი.

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგი ფონდების დიგიტალიზაცია:

  • საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული ჩანაწერების წიგნები
  • ძველ საბუთთა დედნების კოლექცია
  • ძველი საბუთების პირთა კოლექცია
  • თბილისისა და საქართველოს რაიონების მმაჩი
  • ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკების სამოკავშირეო საბჭო,
  • სხვადასხვა ფონდიდან შერჩეული კარტოგრაფიული და ფოტომასალა და სხვა

 

ელექტრონული დოკუმენტები იწარმოება შემდეგი პარამეტრებით:

 
რეზოლუცია ფორმატი ფერთა სიღრმე
სადაზღვევო ფონდი 300 ppi TIFF 6.0 uncompressed
24 bit - RGB
გამოყენებითი ფონდი 200 ppi JPG - 70% 24 bit - RGB

 

მოცემულ ეტაპზე ეროვნულ არქივში დასკანერდა  დაახლოებით 1 500 000 საარქივო დოკუმენტი.

 

დიგიტალიზაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:


    დასასკანერებელი საარქივო ფონდების მომზადება სკანირებისათვის
    განსაზღვრული გეგმის და პროექტის მიხედვით ხდება საარქივო დოკუმენტების გამოყოფა, აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში ლაბორტორიული დამუშავება
       
    საარქივო მასალის სკანირება
    სკანირების პროცესი და გარემო მიმდინარეობს   საერთაშორისო სტანდარტების (NARA) მიხედვით
       

    დასკანირებული ფაილების ტექნიკური დამუშავება და არქივირება
    დასკანირებული მასალა გადის რამდენიმეეტაპიან   ტექნიკურ რევიზიას და დამუშავებას, კერძოდ:

    • საარქივო საქმის ელექტრონულ ასლთან შესაბამისობის შედარება და გამოსახულების კორექცია
    • ფაილებზე დასახელების მინიჭება განსაზღვრული პოლიტიკით
    ფაილებზე EXIF მეტამონაცემების მინიჭება და არქივაცია

     

       
    ანოტირება
    საარქივო დოკუმენტების აღწერა არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ მიღებული საერთაშორისო სტანდარტების (ISAD, ISAAR, ISDF, EAD) მიხედვით


    ელექტრონულ კატალოგში მასალის პუბლიკაცია
    დასკანირებული დოკუმენტების და მათი ანოტაციების საარქივო დოკუმენტების ელექტრონულ რეესტრში და სხვადასხვა საერთაშორისო კატალოგებზე (APEnet, EUROPEANA და სხვა) განთავსება ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით