აპრილი 548
en

საგანმანათლებლო პროექტი - 2023

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

პროექტმა საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია და 2017 წლიდან საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა. Covid-19 პანდემიის გამო, 2020-2022 წლებში პროექტი ZOOM-ის პლატფორმაზე, ესეების კონკურსის სახით ჩატარდა. 2022/2023 სასწავლო წელს კი კვლავ ჩვეული ფორმატით, „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური კონკურსის სახით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

როექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ შემდეგ ეტაპებად იყოფა: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრების დახმარებით, სკოლებში პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამავდროულად, ეროვნული არქივის საიტზე www.archives.gov.ge ინფორმაციის განთავსება კონკურსის პირობების შესახებ; 2. პროექტში მონაწილეობის მსურველი სკოლების მიერ  სარეგისტრაციო ანკეტის (განაცხადის) შევსება და განსაზღვრულ ვადაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნა; 3. პროექტში რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, რეგისტრირებული სკოლებისთვის ვიქტორინის დებულებისა და მოსამზადებელი ლიტერატურის ელექტრონულად გაგზავნა; 4. ვიქტორინის ნახევარფინალური ტურის ერთდროულად ჩატარება თბილისსა და ქუთაისში. საქართველოს მასშტაბით ნახევარფინალში ყველაზე მაღალქულიანი დაახლოებით 30 სკოლის გამოვლენა, რომლებიც ფინალში გადავლენ; 5. ფინალური ტურის თბილისში ჩატარება, გამარჯვებული სკოლის გამოვლენა და სხვადასხვა ნომინაციაში სპეციალური პრიზების გადაცემა.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებს.

ვიქტორინა გაიმართება სკოლების მიერ წარმოდგენილ გუნდებს შორის. გუნდები დაკომპლექტებული უნდა იყოს ხუთ-ხუთი მოთამაშისგან (კაპიტნის ჩათვლით).  გუნდებს უფლება აქვთ ჰყავდეთ ერთი სათადარიგო მოთამაშე (მეექვსე მოთამაშე), რაც სარეგისტრაციო ანკეტაში წინასწარ უნდა იყოს მითითებული.

ნახევარფინალსა და ფინალს დაესწრებ და შეაფასებ ჟიური, რომლის მიერ ქულების შეჯამების პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდება. ვიქტორინის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამე ადგილი და ა.შ.) გამოვლინდებიან და პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღები:

·  პროექტის  შესახებ ინფორმაციის გავრცელება - 2023 წლის თებერვალი; (დასრულებულია)

·  სკოლების მიერ სარეგისტრაციო ანკეტების შევსება და მითითებულ ელ-მისამართზე გაგზავნა - 2023 წლის  6 მარტის ჩათვლით; (დასრულებულია)


იხილეთ პროექტში რეგისტრირებული სკოლების სია 


· ეროვნული არქივის მიერ რეგისტრირებული სკოლებისთვის ვიქტორინის დებულებისა და მოსამზადებელი ლიტერატურის გაგზავნა - 2023 წლის 5-12 მარტი; (დასრულებულია)

·  ნახევარფინალური ტურის ჩატარება - 2023 წლის - 24 აპრილი (თბილისი და ქუთაისი)  (დასრულებულია)

 

იხილეთ ნახევარფინალური ტურის შედეგები

 

·  ფინალური ტურის ჩატარება და გამარჯვებულთა დაჯილდოება - 2023 წლის 20 მაისი (თბილისი) (დასრულებულია).

იხილეთ ფინალური ტურის შედეგები


დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება - 2 372803;    

დიმიტრი სილაქაძე - 598 509 745; dsilakadze@archives.gov.ge 


ნინო ბადაშვილი - 571 775 774. nbadashvili@archives.gov.ge  




დანართი: სარეგისტრაციო ანკეტა