უკან დაბრუნება

აკაკი წერეთელი - 180

აკაკი წერეთელი, პორტრეტი, ქუთაისი. ფოტოს უკანა მხარე შემდეგი მინაწერით:

„ჩვენი ხალხის წინამძღოლია

სამზავროთ წავლათ რაკია,

და უკან რომ არ დაიხევს

ეს ბრძანდება აკაკია.

ვ. ღვანკითელი 1896 წლის 17 აპრილი.

დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ქორწინების 25 წლის იუბილეს მონაწილეები.

ჯგუფში სარაჯიშვილებისა და ფორაქიშვილების ოჯახის წევრები, აკაკი წერეთელი, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია, მხატვარი გიგო გაბაშვილი.

1905 წლის 10 სექტემბერი.

აკაკი წერეთლის პატივსაცემად გამართული მსვლელობა.

ქუთაისი, 1908 წლის 14 დეკემბერი.

ვარინკა წერეთელი, „სულიკო“ (ცვილის ლილვაკზე შემორჩენილი ჩანაწერი) და აკაკი წერეთლის რვეული, ავტოგრაფი, შავი. რვეულში შეტანილია: საყმაწვილო მოთხრობა „პატარა ტარიელი“, პოემა „ნათელა“, პუბლიცისტური წერილი „ფიქრები ბუხრის წინ“, 1890-იანი წლები.

აკა­კი წე­რე­თელ­მა დი­მიტ­რი ყი­ფი­ანის დაკრძალვისას წარმოთქმულ სიტყვაში მას "მე­ო­რე დი­მიტ­რი თავ­და­დე­ბუ­ლი" უწოდა. პოეტის ცნობილი ლექსი „განთიადი“ სწორედ დიმიტრი ყოფიანის ხსოვნას ეძღვნება.

აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე ეზოში წყალს ასმევენ სახედარს. დიდი ჯიხაიში. 1909 წელი.

„აკაკი წერეთელი ნიკო ნიკოლაძეს დიდ-ჯიხიშში პირველად 1889 წლის ზაფხულში ეწვია სტუმრად, აგვისტოს თვეში. ის ნიკოს ვაჟის - გიორგის ნათლობას დაესწრო. გიორგის ნათლობა დიდი ზეიმით გადაიხადეს. ამის შემდეგ აკაკი ხშირად ჩადიოდა ჯიხაიშში...

აღტაცებაში მოყავდა აკაკი სხვადასხვა ცხოველებს, რომლებიც ნიკოს საზღვარგარეთიდან ყავდა ჩამოყვანილი და გაწვრთნილი. ამ ცხოველებს აკაკი ნიკოს ბავშვებთან ერთად ეთამაშებოდა. 1909 წელს მას ესპანურ თეთრ ვირთან სურათიც გადაიღო.“
აკაკი დევიძე, ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში. თბილისი. 1958.
„ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე“.

1912 წელი.

რეჟისორი და ოპერატორი ვასილ ამაშუკელი.

ფილმი რესტავრირებულია 2009 წელს, „N&N სტუდიისა“ და „კინომემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის“ პროექტით, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კომპანია „ERNST&YANG“-ის ფინანსური მხარდაჭერით

აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები, 1912 წელი