აპრილი 548
en

საგანმანათლებლო პროექტი 2024

იხილეთ ნახევარფინალური თამაშის შედეგები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ შემდეგ ეტაპებად იყოფა:

  1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რესურსცენტრების დახმარებით, სკოლებში პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამავდროულად, ეროვნული არქივის საიტზე www.archives.gov.ge   ინფორმაციის განთავსება კონკურსის პირობების შესახებ;
  2. პროექტში მონაწილეობის მსურველი სკოლების მიერ  სარეგისტრაციო ანკეტის (განაცხადის) შევსება და განსაზღვრულ ვადაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნა;
  3. პროექტში რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, რეგისტრირებული სკოლებისთვის ვიქტორინის დებულებისა და მოსამზადებელი ლიტერატურის ელექტრონულად გაგზავნა;
  4. ვიქტორინის ნახევარფინალური ტურის ერთდროულად ჩატარება თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. საქართველოს მასშტაბით ნახევარფინალში ყველაზე მაღალქულიანი 40 სკოლის გამოვლენა, რომლებიც ფინალში გადავლენ;
  5. ფინალური ტურის თბილისში ჩატარება, გამარჯვებული სკოლების გამოვლენა და სხვადასხვა ნომინაციაში სპეციალური პრიზების გადაცემა. 

 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეებს. 

ვიქტორინა გაიმართება სკოლების მიერ წარმოდგენილ გუნდებს შორის. გუნდები დაკომპლექტებული უნდა იყოს ხუთ-ხუთი მოთამაშისგან (კაპიტნის ჩათვლით). თითოეული სკოლიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი გუნდი.  

ნახევარფინალსა და ფინალს დაესწრება და შეაფასებს ჟიური, რომლის მიერ ქულების შეჯამების პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდება. ვიქტორინის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამე ადგილი და ა.შ.) გამოვლინდებიან და პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსი ტარდება „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით. საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • პროექტის  შესახებ ინფორმაციის გავრცელება - 2024 წლის თებერვალი;
  • სკოლების მიერ სარეგისტრაციო ანკეტების შევსება და მითითებულ ელ-მისამართზე გაგზავნა - 2024 წლის  3 მარტის ჩათვლით - დასრულებულია; იხილეთ რეგისტრირებული სკოლების სია
  • ეროვნული არქივის მიერ რეგისტრირებული სკოლებისთვის ვიქტორინის დებულებისა და მოსამზადებელი ლიტერატურის გაგზავნა - 2024 წლის 5-12 მარტი - დასრულებულია;
  • ნახევარფინალური ტურის ჩატარება - 2024 წლის 22 აპრილი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი) დასრულებულია, იხილეთ შედეგები;
  • ფინალური ტურის ჩატარება და გამარჯვებულთა დაჯილდოება - 2024 წლის 20 მაისი (თბილისი).

 

კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა სკოლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რისთვისაც შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა 2024 წლის 3 მარტის ჩათვლით უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე:

nbadashvili@archives.gov.ge

dsilakadze@archives.gov.ge

   

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება - 2 372803;   

ნინო ბადაშვილი - 571 775 774. nbadashvili@archives.gov.ge

დიმიტრი სილაქაძე - 598 509 745; dsilakadze@archives.gov.ge

  

დანართი: სარეგისტრაციო ანკეტა