სექტემბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტი - 2020

ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების პრევენციის მიზნით ჩვენს ქვეყანაში მიღებული ზომების გათვალისწინებით,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა", რომელიც ყოველწლიურად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებისათვის ტარდება, 2019/2020 სასწავლო წელს არ გაიმართება. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

2014/2015 - 2016/2017 სასწავლო წლებში გამართულმა პროექტმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. თავდაპირველად პროექტში მონაწილეობას მხოლოდ თბილისის სკოლები იღებდნენ, რასაც 2016/2017 წლებში რუსთავის, მცხეთის, გორის, კასპისა და დუშეთის სკოლები დაემატა, ხოლო 2017 წლიდან პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.

პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ შემდეგ ეტაპებად იყოფა: 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრების დახმარებით პროექტზე სკოლებში ინფორმაციის გავრცელება და ეროვნული არქივის საიტზე პროექტში მონაწილეობის განაცხადების მიღებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის განთავსება; 2. პროექტში მონაწილეობის მსურველი სკოლების მიერ  სპეციალური ანკეტის (განაცხადის) შევსება და განსაზღვრულ ვადაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართზე გაგზავნა; 3. პროექტში რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ რეგისტრირებული სკოლებისთვის ვიქტორინისთვის მოსამზადებელი ლიტერატურასა და ვიქტორინის დებულების ელექტრონულად დაგზავნა; 4. ვიქტორინის ნახევარფინალური ეტაპის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარება. ნახევარფინალურ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალქულიანი იმ 50 სკოლის გუნდის გამოვლენა, რომლებიც ფინალში გადავა; 5. ფინალური ეტაპის თბილისში ჩატარება. სამი გამარჯვებული სკოლის გამოვლენა და სხვადასხვა ნომინაციაში სპეციალური პრიზების გადაცემა.

პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

ვიქტორინა გაიმართება სკოლების გუნდებს შორის შეჯიბრის ფორმით. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ კაპიტნების ჩათვლით ხუთ-ხუთი მოთამაშისგან დაკომპლექტებული გუნდები. გუნდებს  შეიძლება ჰყავდეთ ერთი სათადარიგო მოთამაშე, რომელიც შევსებულ ანკეტაში წინასწარ უნდა იყოს მითითებული. ღონისძიებას დაესწრებ და შეაფასებ ჟიური. ჟიურის მიერ ქულების შეჯამების პროცესი იქნება გამჭვირვალე. ვიქტორინის გამარჯვებულები გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამე ადგილი და ა.შ.).

ღონისძიებაში გამარჯვებულები ჯილდოვდებიან პრიზებითა და სიგელებით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებას - 2 372803;    

დიმიტრი სილაქაძეს - 598 509 745;

ნინო ბადაშვილს - 571 775 774.   

 

 იხილეთ ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც მომზადდა საკონკურსო კითხვები:

  1. „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ 
  2. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ. მოდელი ევროპისთვის?“ საერთაშორისო კონფერენციის მასალები. (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC) 4.) თბილისი, 2018. სტატიები: 12345.
  3. ოთარ ჯანელიძე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები. თბილისი. 2018. სტატიები: 123
  4. ნიკოლოზ    სეფიაშვილი, „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო,  პირველი ქართული ფულადი ნიშნების ემისია 1918-1921 წლებში“. კლევა შესრულებულია ეროვნული არქივის სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ფარგლებში (2018).
  5. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბლოგი (შევა 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით დადებული მასალა ) - http://pirvelirespublika.blogspot.com