მარტი 548
en

საგანმანათლებლო პროექტი 2022

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - ესეების კონკურსი 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდა.

I ადგილი ლიანა ედიშერაშვილმა დაიკავა (21 ქულა, კასპის მუნიციპალიტეტის ხოვლის საჯარო სკოლა). II და III ადგილზე ნინი კეკელიძე (20 ქულა, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა) და ნანა გოგბერაშვილი (19 ქულა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა ) გავიდნენ.

IV-X ადგილები დაიკავეს იმ მოსწავლეებმა , რომელთაც 18 და 17 ქულა დააგროვეს: ანი ავალიანმა (18 ქულა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა), მარიამ ცეცხლაძემ (18 ქულა, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა), სესილი ერაგიამ (18 ქულა, შპს „ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა“), თამარ ხვთისიაშვილმა (17ქულა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა), მარიამ მასურაშვილმა (17 ქულა, ქარელის N1 საჯარო სკოლა), რეზი ქობელაშვილმა (17ქულა, თბილისის N210 საჯარო სკოლა) და ქეთევან შუღლიაშვილმა (17 ქულა, გორის N12 საჯარო სკოლა).

სულ ფინალურ ტურში გასული 42 მონაწილიდან ფინალში მონაწილეობა 38-მა მოსწავლემ მიიღო, თუმცა საბოლოოდ 32 ნაშრომი შეფასდა. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, ეროვნული არქივის გამოცემათა კომპლექტები და ფასიანი საჩუქრები. ფინალის დანარჩენ მონაწილეებს გადაეცემათ დიპლომები. პროექტის ყველა მონაწილეს, ვინც ფინალურ ტურში ვერ გადავიდა, მონაწილის სერტიფიკატი გადაეცემა, პროექტის მონაწილეთა პედაგოგებს კი - მადლობის სიგელი.

პროექტის თითოეული მონაწილე საკუთარ დიპლომს, სერტიფიკატს, მადლობის სიგელსა თუ საჩუქარს სკოლაში მიიღებს. სკოლებში მათი დაგზავნა, ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით მოხდება.

კონკურსის ფინალის თემა იყო „პირველი რესპუბლიკის გამოცდილება - საქართველოს გზა ევროპისკენ“, შეჯიბრი Zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში 2022 წლის 20 მაისს გაიმართა. კონკურსში სულ 109 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული არქივი ესეების კონკურსში ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ყველა გამარჯვებულს ულოცავს წარმატებას, ასევე მადლობას უხდის პროექტის ყველა მონაწილეს, მათ პედაგოგებს და სკოლებს.

იხილეთ ფინალური ტურის შედეგები

პროექტის შესახებ 


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. პროექტმა საზოგადოების დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.

პროექტი ტარდებოდა „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით. თავდაპირველად პროექტში მხოლოდ თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ, რასაც 2016/2017 სასწავლო წლებში დაემატა რუსთავის, მცხეთის, გორის, კასპის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლები, ხოლო 2017/2018 სასწავლო წლიდან პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლები მოიცვა.

ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, 2020/2021 სასწავლო წელს პროექტის ძველი ფორმატით ჩატარება შეუძლებელი გახდა, ამიტომ პროექტს ესეების კონკურსის სახე მიეცა. მიმდინარე 2021/2022 სასწავლო წელსაც, პანდემიის გამო, პროექტი კვლავ ესეების კონკურსის ფორმატით გაიმართება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XI კლასის მოსწავლეებს.

პროექტის ეტაპები: 

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრების დახმარებით სკოლებში პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; იმავდროულად ეროვნული არქივის საიტზე კონკურსში მონაწილის სარეგისტრაციო ანკეტისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის განთავსება;

2. პროექტის მონაწილე მოსწავლეების მიერ მონაწილის სარეგისტრაციო ანკეტის შევსება, ესეს დაწერა და განსაზღვრულ ვადაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა;

3. საკონკურსო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით 40 საუკეთესო ესეს შერჩევა;

4. ფინალურ ეტაპზე 40 საუკეთესო ნაშრომის ავტორის მიერ ZOOM-ის პლატფორმაზე, პირდაპირ ჩართვაში, 90 წუთის განმავლობაში, კონკრეტულ თემაზე ესეს დაწერა;

5. საკონკურსო კომისიის მიერ 10 საუკეთესო ნაშრომის შერჩევა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

 

ვადები:

• პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება - 2022 წლის თებერვალი (დასრულდა);

• მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ანკეტის შევსება და ესეების გაგზავნა ელექტრონულ მისამართებზე: dsilakadze@archives.gov.ge და nbadashvili@archives.gov.ge 2022 წლის 1 მარტიდან 1 მაისის ჩათვლით (დასრულდა);  

• კომისიის მიერ ფინალურ ტურში გამსვლელი ნაშრომების გამოვლენა - 2022 წლის 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით (დასრულდა) იხილეთ შედეგები;

• ფინალური ტური - 2022 წლის 20 მაისი 17:00 სთ.;  (დასრულდა) იხილეთ შედეგები

 

ესეს თემა

ესეს თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას - პოლიტიკური ისტორია, სამხედრო მოვლენები, საგარეო პოლიტიკა, არჩევნები, ქალთა უფლებები, სოციალური და კულტურული ცხოვრება, საყურადღებო თარიღები და მათი მნიშვნელობა, კონკრეტული ადამიანების როლი იმ პერიოდის ისტორიაში, პირველი რესპუბლიკის ისტორიული მემკვიდრეობის გააზრების სხვადასხვა ასპექტი დღევანდელ დღეს და ა.შ.

ფინალური ტურის ესეს თემას კი საკონკურსო კომისია არჩევს და ის საერთოა ყველა მონაწილისთვის.

 

ესეს მოცულობა და ტექნიკური პარამეტრები: 

შრიფტის ზომა - 11/12;

გამოტოვების მანძილი სტრიქონებს შორის -1.15/1.5

შრიფტი - Sylfaen

მინიმალური მოცულობა - 1200 სიტყვა

მაქსიმალური მოცულობა - 2000 სიტყვა

ფორმატი - Microsof Word

 

ესეს შეფასების კრიტერიუმები:

 

კრიტერიუმი I

დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება

ქულა

დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული.

2

დავალების პირობა ნაწილობრივ არაადეკვატურადაა გაგებული.

1

დავალება მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული.

0

 

კრიტერიუმი II

ნაშრომის აგება

ქულა

ესეს სტრუქტურა სრულიად შეესაბამება დასმულ ამოცანას, ნაშრომი კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები თანმიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, წარმოდგენილი მაგალითები არ არღვევს ნაშრომის სტრუქტურას და ტექსტის მთლიანობას.

2

ესეს სტრუქტურა სრულიად შეესაბამება დასმულ ამოცანას, ნაშრომი კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები მთლიანობაში თანმიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, წარმოდგენილი მაგალითები ნაწილობრივ აღვევს ტექსტის მთლიანობას, ანდა ესეს სტრუქტურა ნაწილობრივ შეესაბამება დასმულ ამოცანას, ან რიგ შემთხვევებში დარღვეულია მონაკვეთების თანმიმდევრობა.

1

ესეს სტრუქტურა არ შეესაბამება დასმულ ამოცანას, ნაშრომში დარღვეულია ტექსტის ლოგიკა.

0

 

კრიტერიუმი III

პრობლემის გააზრება

ქულა

ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა , მოსწავლის ინფორმირებულობა და ერუდიცია.

4

ნაშრომში მეტწილად გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა , მოსწავლის ინფორმირებულობა და ერუდიცია.

3

ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა , მოსწავლის ინფორმირებულობა და ერუდიცია.

2

ნაშრომში გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ზერელე ცოდნაარ ჩანს მოსწავლის სათანადო ინფორმირებულობა და ერუდიცია.

1

მოსწავლე ვერ ერკვევა განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემატიკაში.

0

 

კრიტერიუმი IV

მსჯელობის დასაბუთება

ქულა

მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით.

5

მსჯელობა მთლიანობაში დასაბუთებულიათუმცა ცალკეულ შემთხვევებში

არგუმენტაცია არასაკმარისია და/ან არ არის გამყარებული შესაფერისი

მაგალითებით.

4

მსჯელობა დასაბუთებულიათუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტებსა და მოხმობილ მაგალითებს დამაჯერებლობა აკლია.

3

მსჯელობა ზერელედაა დასაბუთებული და არგუმენტები არადამაჯერებელია.

2

მსჯელობა ძალზე ზოგადია, არგუმენტები და/ან მაგალითები არაადეკვატურია.

1

მსჯელობა დასაბუთებული არ არის.

0

 

კრიტერიუმი V

დამოუკიდებელი აზროვნება

ქულა

ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების  უნარიშეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა.

2

ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არა შაბლონურობა.

1

ნაშრომში არ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.

0

 

კრიტერიუმი VI

ფაქტობრივი სიზუსტე

ქულა

ნაშრომში მოყვანილი ფაქტები ზუსტია.

2

ნაშრომში მოყვანილი ფაქტების ნაწილი ზუსტია.

1

ნაშრომში მოყვანილი ფაქტების უმეტესი ნაწილი არაზუსტია.

0

 

კრიტერიუმი VII

ლექსიკა და სტილი

ქულა

ნაშრომში შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილიდაცულია ნაშრომის სტილის ერთგვაროვნებააზრი ენობრივად (ლექსიკურადზუსტად და მკაფიოდაა გამოხატულიგვხვდება ორიოდე სტილისტიკური ხარვეზი.

2

ნაშრომში შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილიზოგიერთი გამონაკლისის გარდა მთლიანობაში დაცულია ნაშრომის სტილის ერთგვაროვნებააზრი ენობრივად (ლექსიკურად) მეტწილად ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატულიმაგრამ გვხვდება რამდენიმე სტილისტიკური ხარვეზი.

1

ნაშრომის სტილი მთლიანობაში არ შეესაბამება დასმულ ამოცანას,

სტილისტიკური გაუმართავია.

0

 

კრიტერიუმი VIII

მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი და პუნქტუაცია

ქულა

მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, სინტაქსისა და პუნქტუაციის ნორმები მეტწილად  დაცულია.

2

მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, სინტაქსისა და პუნქტუაციის ნორმები ნაწილობრივ  დაცულია.

1

მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, სინტაქსისა და პუნქტუაციის ნორმები არ არის დაცული.

0

 

ნაშრომის მაქსიმალური ქულა - 21

 

დაუშვებელია პლაგიატი. პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ შეფასდება.

პროექტის ორგანიზატორები: ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლები:  დიმიტრი სილაქაძე (მობ.: 598 509 745, dsilakadze@archives.gov.ge და   ნინო ბადაშვილი (მობ.: 571 775 774, nbadashvili@archives.gov.ge).