უკან დაბრუნება

1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის ღირშესანიშნავი თარიღია. სწორედ ამ დღეს UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების 21-ე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.

 

თბილისის „დინამომ“ ამ გათამაშების 1/16 ფინალში დაამარცხა საბერძნეთის „კასტორია“, 1/8 ფინალში - ირლანდიის „უოტერფორდი“,  1/4 ფინალში - ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“, 1/2 ფინალში - როტერდამის „ფეინოორდი“, ხოლო ფინალში - იენას „კარლ ცაისი“.  

 

„დინამო, დინამო“, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი. ასრულებს ანსამბლი "ივერია". 1977 წელი

მეოთხედფინალი - თბილისის „დინამო“ - ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“

მეოთხედფინალში თბილისის „დინამოსა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ შორის პირველი შეხვედრა 1981 წლის 4 მარტს ლონდონში გაიმართა და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:1, დასრულდა.

 

საპასუხო მატჩში, რომელიც 18 მარტს თბილისში შედგა, „დინამოელებს“ სტუმრებმა ანგარიშით 1:0 სძლიეს. ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში „დინამო“ გავიდა. 

 

გივი კიკვაძისა და სერგო ედიშერაშვილის ფოტოები. 

 

საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ფოტოკოლექცია, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

ნახევარფინალი - თბილისის „დინამო“ - როტერდამის „ფეინოორდი“

ნახევარფინალში თბილისის „დინამო“ როტერდამის „ფეინოორდს“ შეხვდა.


პირველი შეხვედრა 1981 წლის 8 აპრილს თბილისში დინამოს გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი 22 აპრილს როტერდამში „ფეინოორდმა“ ანგარიშით 2:0 მოიგო.



ორი მატჩის ჯამში ფინალში „დინამო“ გავიდა.

 

გივი კიკვაძის, სერგო ედიშერაშვილისა და მალხაზ დათიკაშვილის ფოტოები.

საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ფოტოკოლექცია, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

თბილისის „დინამო“ - როტერდამის „ფეინოორდი“ - ფრაგმენტები ნახევარფინალური მატჩიდან, რომელიც თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 1981 წლის 8 აპრილს გაიმართა. 

კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“, 1981 წლის მაისი.

ფინალი - თბილისის „დინამო“ - იენას „კარლ ცაისი“

ფინალური შეხვედრა გერმანიაში, დუსელდორფის რეინშტადიონზე 1981 წლის 13 მაისს გაიმართა.


გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (63), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87).

 

გუნდების შემადგენლობა:


„დინამო“: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი 67), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია. 

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

 

„კარლ ცაისი“: ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერტ ბრაუერი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ოევერმანი 89), ვოლფგანგ შილინგი, ლოთარ კურბიუვაიტი (კაპ), რუდიგერ შნუპჰაზე, ანდრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბილაუ (ტომას ტიოპფერი 76), იურგენ რააბი, ებერჰარდ ფოგელი. 

 

მწვრთნელი: ჰანს-იოახიმ მეიერი.



მსაჯები: რიკარდო ლატანცი; ლუიჯი ანგოლინი, პაოლო ბერგამო (იტალია).

გამარჯვებული გუნდი - თბილისის „დინამო“.



1981 წლის 13 მაისი. დუსელდორფი, რეინშტადიონი. 

 

საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ფოტოკოლექცია. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. 

გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელების დახვედრა მოსკოვის აეროპორტში და შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე.

 

1981 წლის 26 მაისი და 7 ივნისი. 

 

ა. იაკოვლევის, ი. უტკინის და გივი კიკვაძის ფოტოები.

 

საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ფოტოკოლექცია, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

პრესის გამოხმაურება

იხილეთ გამოცემის "The Guadian" სტატია 1970-80-იანი წლების თბილისის „დინამოს“ შესახებ