მარტი 548
en

კოლექციის შესახებ

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საისტორიო ცენტრალურ არქივში ინახება პოლიევქტოს კარბელაშვილის პირადი საარქივო ფონდი, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივს მისმა შთამომავლებმა 1940 წელს გადასცეს. სხვა მნიშვნელოვან მასალასთან ერთად ფონდის გამორჩეული ნაწილია ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ხელნაწერი ნოტები, რომლებიც ძმებ კარბელაშვილებს  XIX საუკუნის მეორე ნახევარში გადაუწერიათ და შეუგროვებიათ. 

 

კარბელაშვილის ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული საერო სიმღერებისა და სასულიერო საგალობლების მოძიება-შესწავლაში. კერძოდ, ქართლ-კახური სიმღერა-გალობის შენარჩუნების საქმეში - ამიტომ ამ საგალობლებს მეორენაირად „კარბელაანთ კილოს“ უწოდებენ.

 

ძმები კარბელაშვილები: ფილიმონი, ანდრია, პოლიევქტოსი, ვასილი და პეტრე სოფელ ქვემო ჭალაში დეკანოზ გრიგოლ კარბელაშვილის ოჯახში დაიბადნენ. ძმები კარბელაშვილები მთელი ცხოვრება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად იბრძოდნენ.

კოლექციის ციფრული ვერსიის შექმნასა და გამოქვეყნებზე მუშაობდნენ: ხატია ქინქლაძე, თამილა კრავეიშვილი, ქეთევან ასათიანი, მანანა ჭუმბურიძე, მაკა კირვალიძე, თეა ქიმერიძე.