ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას 2021 წლის 2 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარდგენით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ამ ღირშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად გთავაზობთ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საგალობლების აუდიოკოლექციის ერთ ნაწილს.
მოუსმინეთ ქართულ საგალობლების გამორჩეულ ნიმუშებს, რომელიც ჩაწერილია 1907-2019 წლებში.
„მამაო ჩვენო“ - საგალობელი, ქართლ-კახური კილო. შემსრულებელი - ხალხური სიმღერის გუნდი სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით. 1907-1911 წლები.
„ქრისტე აღსდგა“ - საგალობელი, გურული კილო. შემსრულებელი - ქართველი ტყვეები, ტრიო: ალექსანდრე კორკელია, ერმილე ყურავა, ვასილ ხუბულავა. 1917 წელი, ფუხჰაიმი.
„ჯვარსა შენსა“ - საგალობელი, ქართლ-კახური კილო. შემსრულებელი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, ხელმძღვანელი - ანზორ ერქომაიშვილი 1980 -იანი წლები.
„შენ გიგალობთ“ - საგალობელი, კარბელაშვილების კილო. შემსრულებელი - ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, ხელმძღვანელი - სვიმონ ჯანგულაშვილი. 2013 წელი.