თებერვალი 595
en

კინოდოკუმენტების განყოფილება

განყოფილების  ძირითადი  ამოცანები და ფუნქციები: 

  • უზრუნველყოფს ცენტრალური არქივის საცავებში დოკუმენტების დაცვასა და შენახვას, აკონტროლებს დოკუმენტების შენახვის პირობებს, ატარებს ღონისძიებებს მათი ოპტიმიზაციის მიზნით;
  • ამოწმებს დოკუმენტების არსებობას, ფიზიკურ-ქიმიურ და ტექნიკურ მდგომარეობას; აწარმოებს იმ საქმეების აღრიცხვას, რომლებიც მოითხოვენ საკონსერვაციო-პროფილაქტიკურ და სარესტავრაციო დამუშავებას. ახორციელებს აღმოუჩენელი დოკუმენტების დაძებნას;
  • ახორციელებს განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების გამოვლენას, ამ დოკუმენტებისა და მათზე შექმნილი სადაზღვევო ფონდის აღწერასა და აღრიცხვას;
  • აწარმოებს ცენტრალური არქივის დოკუმენტების აღრიცხვას, ამზადებს სტატისტიკურ მონაცემებს ცენტრალური არქივის დოკუმენტების შემადგენლობისა და მოცულობის შესახებ;
  • ახორციელებს დოკუმენტების ცენტრალურ არქივში შესანახად მიღებას, დადგენილი წესით საცავებიდან დოკუმენტების გაცემას და მათ უკან მიღებას;
  • შეიმუშავებს და სისტემატურად აზუსტებს ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებისა და პირების წრეს, უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის ცენტრალური არქივის პროფილის დოკუმენტებით შევსებას, ატარებს ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზას;
  • კონტროლს უწევს  ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებათა არქივების მუშაობას და აწარმოებს მათ  სტატისტუკურ აღრიცხვას (პასპორტიზაციას);
  • ახორციელებს ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების აღწერას, აღწერისა და აღრიცხვის წიგნების გადამუშავებასა და გაუმჯობესებას, დოკუმენტების კატალოგიზაციას, სისტემატური და სხვა კატალოგების წარმოებას, გამოსაცემად ამზადებს ცნობარებს ცენტრალური არქივის დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ.

 

განყოფილების თანამშრომლები:

1 ნანული გოჩიაშვილი განყოფილების უფროსი 2 37 28 05 ngochiashvili@archives.gov.ge
2 ქეთევან ბუცხრიკიძე უფროსი სპეციალისტი   kbutskhrikidze@archives.gov.ge
3 მედეა ჩიქოვანი უფროსი სპეციალისტი   mchikovani@archives.gov.ge
4 კოზეტა კოტრიკაძე უფროსი სპეციალისტი   kkotrikadze@archives.gov.ge
5 ვასილ მიგრიაული სპეციალისტი   vmigriauli@archives.gov.ge