ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ საარქივო დოკუმენტებთან დაშვება, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღიაა და თავისუფალი. სახელმწიფო საიდუმლოებისა და მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებზე დაშვების წესი განსაზღვრულია კანონით.
- დაინტერესებულ პირს შეუძლია, საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, ისარგებლოს არქივის საინფორმაციო მომსახურებით.
- არქივში მისულ მკვლევარს ემსახურება სამკითხველო დარბაზი, სადაც შეუძლია, არქივის სამეცნიერო-საცნობარო აპარატის (ფონდების სია, საქმეთა ანაწერები, მეგზური, თემატური ნუსხები, კატალოგები, მონაცემთა ელექტრონული ბაზები და სხვ.) საშუალებით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის სხვა მომსახურებით; ასევე - შეუკვეთოს დოკუმენტის ელექტრონული ფორმატით სკანირება ან ასლის გადაღება.
- უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფონდების აღწერების სკანირება და ელექტრონული ვერსიების ონლაინგანთავსება, აგრეთვე - განსაკუთრებული ღირებულების დოკუმენტების დიგიტალიზაცია.