იანვარი 595
en

ხელმისაწვდომობა

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ საარქივო მასალაზე წვდომა ღია და თავისუფალია. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, ისარგებლოს არქივის საინფორმაციო მომსახურებით.

არქივში შექმნილია ფილმების სისტემატური, თემატური და სახელობითი კატალოგები, ფოტოების სისტემატური და სახელობითი კატალოგები, ხმოვანი ჩანაწერების ჟანრობრივ-თემატური და საშემსრულებლო-საავტორო კატალოგები.

10 000-ზე მეტი ფოტო ციფრულ ფორმატში ხელმისაწვდომია იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული ონლაინ კატალოგის მეშვეობით. არქივი მუშაობს კინო, ფოტო და ხმოვანი ჩანაწერების ერთიანი ელექტრონული კატალოგის შექმნაზეც, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს ინტერნეტსივრცეში მოიძიოს ინფორმაცია აუდიოვიზუალური მასალების შესახებ.

აუდიოვიზუალური დოკუმენტების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს არქივის სრული სახელწოდება. ციფრულ ფორმატში დოკუმენტებით სარგებლობისას აუცილებელია ეროვნული არქივის ლოგოს გამოყენება.