დეკემბერი 595
en

მიზანი და ხედვა

ქუთაისის ცენტრალური არქივის ძირითადი მიზანია:

  • არქივის ეროვნული საარქივო ფონდის პროფილური დოკუმენტებით შევსება და დაცვა. ამ დოკუმენტებს განეკუთვნება:

ა) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, რომლებიც წარმოიქმნა ქუთაისის, ყოფილი ქუთაისის მხარის, გუბერნიის, მაზრის, რაიონის, ოლქის, ახლანდელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ხელისუფლების, მართვისა და თვითმმართველობის ორგანოებისა და შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის პროცესში;
ბ) ქუთაისისა და და დასავლეთ საქართველოს ისტორიასთან თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით დაკავშირებული სახელმწიფო, საზოგადო, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეთა პირადი წარმოშობის დოკუმენტები;
გ) ქუთაისის ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების პირადი შემადგენლობის დოკუმენტები, რომლებიც არ განეკუთვნება ეროვნულ საარქივო ფონდს;
დ) ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების პირები სადაზღვევო ფონდის სახით;
ე) საზღვარგარეთის არქივებში დაცული ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტების პირები;
ვ) ქუთაისის ცენტრალური არქივის დოკუმენტებზე შექმნილი საინფორმაციო-საძიებო ცნობარები: ანაწერები, მეგზურები, კატალოგები, ნუსხები, მონაცემთა კომპიუტერული ბანკები;
ზ) სამეცნიერო, საცნობარო და მეთოდიკური ხასიათის ბეჭდური გამოცემები ქუთაისის ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებების ისტორიის, მათი საქმიანობისა და ცენტრალური არქივის პროფილის დოკუმენტებზე მუშაობის საკითხებზე.

  • მოქალაქეთა საცნობარო მომსახურება;
  • მკვლევართა მომსახურება;

დოკუმენტების პუბლიკაცია და სამეცნიერო-მეთოდური მუშაობა.