ოქტომბერი 548
en

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენების განყოფილება

 

ამოცანები და ფუნქციები:

  • უზრუნველყოფს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
  • დადგენილი წესით აქვეყნებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს,  ამზადებს თემატურ ნუსხებს, სამეცნიერო სტატიებს, ნარკვევებს,  პუბლიკაციებს,  რადიო და ტელეგადაცემებს, სხვადასხვა სახის გამოცემებს (მათ შორის, ელექტრონული სახით);
  • შეისწავლის საზოგადოებრივ მოთხოვნილებას რეტროსპექტიულ დოკუმენტურ ინფორმაციაზე. საკუთარი ინიციატივითა და შემოსულ შეკითხვებზე პასუხად, ამზადებს ინფორმაციას საარქივო დოკუმენტების შესახებ სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებით მათ გამოსაყენებლად;
  • გასცემს სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობებს საარქივო დოკუმენტების მიხედვით, აგრეთვე, დოკუმენტების პირებსა და დოკუმენტიდან ამონაწერებს;
  • ამზადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატურ გამოფენებს;
  • ატარებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას არქივმცოდნეობის, დოკუმენტმცოდნეობის, არქეოგრაფიისა და მომიჯნავე საისტორიო დისციპლინების დარგში;
  • ამუშავებს თემატიკას არქივის სამეცნიერო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოებისათვის ამზადებს საინიციატივო ინფორმაციებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებისათვის გამოსაყენებლად, ასრულებს მათ მოთხოვნებს, დადგენილი წესით გასცემს დუკუმენტების ასლებს.