ნოემბერი 595
en

ფონოდოკუმენტების განყოფილება

განყოფილების  ძირითადი  ამოცანები და ფუნქციები: 

  • უზრუნველყოფს ცენტრალური არქივის საცავებში დოკუმენტების დაცვასა და შენახვას; აკონტროლებს დოკუმენტების შენახვის პირობებს, ატარებს ღონისძიებებს მათი ოპტიმიზაციის მიზნით;
  • ამოწმებს დოკუმენტების არსებობას, ფიზიკურ-ქიმიურ და ტექნიკურ მდგომარეობას. აწარმოებს იმ საქმეების აღრიცხვას, რომლებიც მოითხოვენ საკონსერვაციო-პროფილაქტიკურ და სარესტავრაციო დამუშავებას, ახორციელებს აღმოუჩენელი დოკუმენტების დაძებნას;
  • ახორციელებს განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების გამოვლენას, ამ დოკუმენტებისა და მათზე შექმნილი სადაზღვევო ფონდის აღწერასა და აღრიცხვას;
  • აწარმოებს ცენტრალური არქივის დოკუმენტების აღრიცხვას, ამზადებს სტატისტიკურ მონაცემებს ცენტრალური არქივის დოკუმენტების შემადგენლობისა და მოცულობის შესახებ;
  • ახორციელებს დოკუმენტების ცენტრალურ არქივში შესანახად მიღებას, დადგენილი წესით საცავებიდან დოკუმენტების გაცემას და მათ უკან მიღებას;
  • შეიმუშავებს და სისტემატურად აზუსტებს ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებისა და პირების წრეს; უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის ცენტრალური არქივის პროფილის დოკუმენტებით შევსებას, ატარებს ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზას;
  • კონტროლს უწევს  ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებათა არქივების მუშაობას და აწარმოებს მათ  სტატისტუკურ აღრიცხვას (პასპორტიზაციას);
  • ახორციელებს ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების აღწერას, აღწერისა და აღრიცხვის წიგნების გადამუშავებასა და გაუმჯობესებას, დოკუმენტების კატალოგიზაციას, სისტემატური და სხვა კატალოგების წარმოებას; გამოსაცემად ამზადებს ცნობარებს ცენტრალური არქივის დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ.

განყოფილების  თანამშრომლები:

1 ეკატერინე სანიკიძე განყოფილების უფროსი 577 13 03 72 esanikidze@archives.gov.ge
2 ნაზიბროლა გორგიაშვილი უფროსი სპეციალისტი   ngorgiashvili@archives.gov.ge
3 ნონა მახარაშვილი უფროსი სპეციალისტი   nomakharashvili@archives.gov.ge