განყოფილების ამოცანები და ფუნქციები:
- დაკომპლექტების წყარო-ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა დაწესებულებიდან შემოტანილი დოკუმენტების მიღება (საარქივო ნომრის და შიფრის მიცემა, შენაკრავების ფორმირება და სტელაჟზე განლაგება);
- სახელმწიფო დაცვაზე მიღებულ დოკუმენტებზე სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა და პერიოდულად ცვლილებების შეტანა;
- არქივის თანამშრომლებსა და სამკითხველო დარბაზში მკვლევარებზე საქმეების გაცემა-დაბრუნება (გაცემულ საქმეებში ფურცლების ნუმერაციის სიზუსტის შემოწმება);
- სხვადასხვა დაწესებულებასა და საგამოფენო დარბაზში საქმეების გაცემა დროებით სარგებლობაში;
- არქივსაცავებში დაცული დოკუმენტების რევიზია (საქმეების არსებობისა და ფიზიკური მდგომარეობის შემოწმება);
- დაზიანებული საქმეების გამოვლენა და სარესტავრაციოდ გადაცემა აღდგენის მიზნით;
- არქივსაცავებში ფონდების გადაადგილება ფონდის ნაწილების ძირითად ფონდთან მოთავსების მიზნით (გადაადგილების შემდეგ ცვლილებების შეტანა ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებსა და კატალოგში);
- მაკულატურაში გამოყოფილი საქმეების ამოღება ფონდებიდან;
- საცავებში სანიტარიული დღეების ჩატარება, მათი მოვლისა და დაცვის მიზნით.