▪დარაჯა - ესე დარაჯა განიყოფების ხუთად: გუშაგად, ებგურად, ტალად, ჴუმილად და დეტად.
▪გუშაგი არს დარაჯა ციხეთა;
▪ხოლო ებგური მაღლით ადგილით მოდარაჯე;
▪ტალა არს მგზავრთა ღამით მოდარაჯე;
▪ჴუმილი არს მეპატრონისა კართა ღამესა რა ათევდეს, ანუ ხვასტაგთა უდარაჯებდეს;
▪დეტი არს, რომელი დღისით შორიდამ უმზერდეს და დარაჯობდეს.
სულხან-საბა, სიტყვის კონა.