კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ფოტოგანყოფილებაში ინახება 650 000-მდე შესანახი ერთეული ფოტოდოკუმენტი. ფოტომატიანე მოიცავს მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე პერიოდს. ყველაზე ძველი არის 1856 წლის, ფოტოგრაფ ალექსანდრე ივანიცკის ფოტოალბომი თბილისის და მცხეთის ხედებით.
ფოტოგრაფიამ ორი საუკუნის განმავლობაში ბევრი ტექნიკური ცვლილება განიცადა. იცველობოდა ტექნიკური საშალებები, ფორმატები, გადასაღები მასალები. ცელნტრალურ არქივში დაცული ფოტოკოლექციაც მრავალფეროვანია, მათი სიძველიდან გამომდინარე.
არის ფოტოალბომები, ქაღალდზე ნაბეჭდი ფოტოგრაფიები, ე.წ. ფოტოანაბეჭდები, ასევე სხვადასხვა ზომის მინის ნეგატივები, რამდენიმე ზომის ფოტოფირი, სტერესკოპული მინის ნეგატივები, ფერადი სლაიდები და სხვა, რა თქმა უნდა თანამედროვე ციფრული ფოტოგრაფიებიც.
21 საუკუნეში ფოტოდოკუმენტების დიგიტალიზაცია საარქივო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდა. საარქივო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ორიგინალი ძლიერ დაზიანებული და დიგიტალიზაცია იძლევა ამ დოკუმენტის შენარჩუნების საშუალებას, ასევე ელექტრონული ვერსია იცავს ორიგინალ დოკუმენტს ხშირი კონტაქტისაგან. როგორც საარქივო ასევე სამეცნიერო კვლევის დროს ხდება მუშოაბა მხოლოდ ელექტრონულ ასლზე და შესაბამისად დედანი ხელუხლებელი რჩება.
საქართველოს ეროვნული არქივი წლებია ახორციელებს ფოტოდოკუმენტების დიგიტალიზაციას.
დიგიტალიზაციის პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად:
- ფოტოდოკუმენტის (ორიგინალის) მომზადება, რაც მოიცავს დოკუმენტის ფიზიკური მდგომარეობის ექსპერტიზას;
- ფოტოდოკუმენტის (ორიგინალის) სკანირება;
- სკანირებული ვერსიის ფერის და სინათლის კორექცია;
- ელექტრონული ვერსიების ფაილების სახელების გადარქმევა, ყველა ტექნიკური პარამეტრის მინიშნებით;
- ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაცია, მათი შინაარსის და კატალოგიზაციის კუთხით.
დიგიტალიზაციის პროცესს აწარმოებს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი ციფრული ტექნოლოგიების განყოფილების მაღალი კავალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პერსონალი.
ქვემოთ მოყვანილია ფოტოდოკუმენტების დიგიტალიზაციის სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები.
ფოტოდოკუმენტი (ორიგინალი) | ელექტრონული ფორმატი |
ფოტოანაბეჭდი | 300-1200dpi (ანაბეჭდის ზომის მიხედვით), 16bit colour depth, TIFF uncompressed (90-130MB) |
მინის ნეგატივი | 600-1600dpi (მინის ზომის მიხედვით), 16bit colour depth, TIFF uncompressed (90-130MB) |
60მმ-იანი ფირი | 2400dpi, 16bit colour depth, TIFF uncompressed (90-130MB) |
35მმ-იანი ფირი | 3200dpi, 16bit colour depth, TIFF uncompressed (90-130MB) |