მარტი 548
en

სამეცნიერო მეთოდიკური მუშაობისა და დაკომპლექტების განყოფილება

საისტორიო ცენტრალური არქივის სტრუქტურული ერთეული სამეცნიერო მეთოდიკური მუშაობისა და დაკომპლექტების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა არქივში თავმოყრილი მასალის კვლევა და მათი ექსპერტიზა, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოვლენა, ახალი დოკუმენტების მიღება და მათი სისტემატიზაცია. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად განყოფილება ახორციელებს შემდეგ საქმინობას:

 

სამეცნიერო-ტექნიკური მუშაობა:

  • სამეცნიერო-ტექნიკური მუშაობა ხორციელდება იმ პრობლემებისა და თემების მიხედვით, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს  სამეცნიერო, საზოგადოებრივი და კულტურული მნიშვნელობა; არქივი თემებზე მუშაობისას ამუშავებს ორგანიზაციულ-მეთოდიკურ დოკუმენტებს;
  • თემაზე მუშაობის პროცესი იყოფა კვლევის ეტაპებად: შესასწავლი საკითხის მდგომარეობის გაცნობა, მასალების შეგროვება, ანალიზი და განზოგადება, თემატური ნუსხების და საძიებლების მომზადება გამოვლენილი მასალის მიხედვით;
  • სამეცნიერო ტექნიკური მუშაობის საბოლო შედეგს წარმოადგენს იმ ძირითადი მასალის გამოვლენა სისტემატიზაცია, რომლითაც შეუძლია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა სამომავლო კვლევა-ძიების დაგეგმვისას.

დოკუმენტების მიღება და შესაბამისი წესით ფონდირება:

  • განყოფილება განსაზღვრას დაკომპლექტების წყაროებს: განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაგან უნდა მოხდეს დოკუმენტების მიღება. კერძო პირთაგან დოკუმენტების მიღების მიზნით განყოფილება იცავს შემდეგ პრიციპებს: პირის მნიშვნელობა მეცნიერების, კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. პირადი წარმოშობის დოკუმენტების მიღება ხდება საექსპერტო-შემამოწმებელი კომისიის მიერ;
  • მიღებული დოკუმენტები მუშავდება და ფორმირდება ფონდებად; დოკუმენტების დამუშავებისას იქმნება ე.წ. აღწერა, სადაც აისახება საქმეთა შემადგენლობა და მოკლე შინაარსი; აღწრის პარალელურად დგება საძიებლები პიროვნებების, გეოგრაფიული ადგილების და სხვა მონაცემების მიხედვით რაც ეხმარება დაინტერესებულ პირს საქმის ადვილად მიგნებაში.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განყოფილებამ დაასრულა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციის ისტორიის ამსახველი, ე.წ. „ჰარვარდის“ და  „ლევილის“ კოლექციებიდან პირადი წარმოშობისა და მმართველობითი ტიპის დოკუმენტების  ფონდირება;

განყოფილებაში მიმდინარეობს ელექტრო ნუსხების მომზადება შესაბამისი თემატიკის მიხედვით;

არქივში დამუშავდა  პირველი ელექტრონული ფონდი - 1920 წელს თბილისში ვიზიტად მყოფი მეორე ინტერნაციონალის წევრის, ბელგიელი დიპლომატის, კამილ ჰიუსმანსის საქართველოსთან მიმართებაში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტების ელექტრონული ასლები, რომლებიც არქივს ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტმა გადმოსცა. ეროვნული არქივი სამომავლოდაც გააგრძელებს დოკუმენტების ელექტრონული სახით მიღებას და მათი შესაბამისი დამუშავებას;

განყოფილების სამომავლო გეგმას წარმოადგენს ქართველი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, სიმონ ჯანაშია პირადი ფონდის დამუშავება; საქართველო იმერეთის-სინოდის კანტორის დოკუმენტების მიხედვით XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში არსებულ ეკლესიებზე ინფორმაციის გამოვლენა.

 

განყოფილების თანამშრომლები:

1 შორენა გულიაშვილი უფროსი (032) 2 375612 shguliashvili@archives.gov.ge
2 მაია ყუბანეიშვილი მთავარი სპეციალისტი   mkubaneishvili@archives.gov.ge
3 ნინო აფაქიძე სპეციალისტი   naphakidze@archives.gov.ge
4 ელიზა ისაკაძე სპეციალისტი   eisakadze@archives.gov.ge