სექტემბერი 548
en

მიზანი და ხედვა

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის მიზანია ეროვნული საარქივო ფონდის შევსება 1921 წლის შემდეგ შექმნილი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერილობითი დოკუმენტებით, რომელიც შეეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის, კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის დარგებს, აგრეთვე, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფა, დოკუმენტების ღირებულების მიზნობრივი შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება და განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების გამოვლენა.

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი ახორციელებს ეროვნული საარქივო ფონდის განსაკუთრებულად ღირებული საქმეებისა და დოკუმენტების დიგიტიზაციას და  მათი ციფრული ასლების შექმნას, უზრუნველყოფს არქივში დაცულ დოკუმენტებზე სამეცნიერო-საცნობარო აპარატის განვითარებას საინფორმაციო-საძიებო ელექტრონული სისტემების დანერგვისა და სრულყოფის გზით.

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან მკვლევართა თავისუფალ დაშვებას  და მოქალაქეთა მომსახურებას რეტროსპექტიული დოკუმენტური ინფორმაციით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დაკომპლექტების წყარო-ორგანიზაციებში დაცული, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე, საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.