მარტი 548
en

მიზანი და ხედვა

საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი ერის აუდიოვიზუალურ მეხსიერებას ინახავს.

არქივში თავმოყრილი კოლექციები ქვეყნის საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მეხსიერების ახალ ტექნოლოგიურ ფორმას წარმოადგენს. არქივში დაცული ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

არქივის მიზანი მდიდარი კოლექციების სათანადოდ დაცვაზე ზრუნვა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არქივი დოკუმენტური მემკვიდრეობის დაგროვების და მომავალი თაობებისათვის ამ მემკვიდრეობის გადაცემის ამოცანას ემსახურება.

არქივის მიზანია, აწარმოოს საგანმანათლებლო პოლიტიკა და ეროვნული გამოცდილების გასააზრებლად ბიძგი მისცეს საკუთარი კოლექციების კვლევებს ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით.