აპრილი 548
en

თემა: თბილისი - ეროვნული არქივის ფილმები თბილისის კინოფესტივალზე

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, სექციაში „აპოლო: კინოს მეხსიერება“ დღეს, 14:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ მაყურებელი ნახავს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტურ ფილმებს.

„ამირანის“ მე-2 დარბაზში წარმოდგენილი იქნება ფილმები თბილისის შესახებ: „თბილისი“, რეჟისორი ირაკლი კანდელაკი (1939), „თბილისი“,   რეჟისორი ლანა ღოღობერიძე (1958), „10 წუთით საბჭოთა კავშირში - თბილისი“, რეჟისორი ირაკლი ასათიანი, (1969) ფილმების საერთო ქრონომეტრაჟია 65 წუთი.

სექცია „აპოლო: კინოს მეხსიერება“ თბილისის კინოფესტივალს წლეულს დაემატა. სექციის მიზანი ქართული და უცხოური კინოს მეხსიერებიდან იმ სურათების გაცოცხლებაა, რომლებიც ჩვენი მაყურებლისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.