სწავლება
საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე
კურსის მიზანი:
საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.
კურსი განკუთვნილია:
მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმესთან დაკავშირებულ სფეროებში და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან დაკავებული აქვს მენეჯერის პოზიცია ნებისმიერ სფეროში და როგორც ხელმძღვანელს, აინტერესებს უფრო ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი.
კურსის თემატიკა:
- მოთხოვნები დოკუმენტის ტექსტებისადმი, დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
- დოკუმენტების რეკვიზიტების გაფორმება;
- დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მართვა;
- ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა;
- დოკუმენტაციის გამოყენების შეზღუდვები;
- დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები, ტიპობრივი დოკუმენტების ნუსხა, საუწყებო ნუსხა;
- საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
- დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა;
- დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება;
- დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება;
- შესანახ საქმეებზე ანაწერების შედგენა;
- გასანადგურებლად გამოსაყოფ საქმეებზე აქტის შედგენა;
- დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები და ფუნქციები;
- მოთხოვნები არქივის სათავსებისადმი და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები;
- არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება;
- არქივის დოკუმენტების გამოყენება - სოციალურ სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება
საკანონმდებლო ბაზა:
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება ”საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“;
- იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №72 „დაწესებულების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 76: 2009 „საორგანიზაციო - განკარგულებითი დოკუმენტები - დოკუმენტების გაფორმების მოთხოვნები“;
- იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174 „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების დამტკიცების შესახებ“;
- იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №362 „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შესანახვის ზღვრული ვადების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“.
პირობები:
ტრენინგ-კურსის დაწყების თარიღი: 23 მაისი
რეგიტრაცია მიმდინარეობს: 19 მაისის ჩათვლით
ტრენინგები ჩატარდება: 23, 24, 25, 27 მაისს, 13:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე.
კურსის ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი.
ტრენინგი მიმდინარეობს დისტანციურად ზუმის პლატფორმის საშუალებით. ტრენინგის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
კურსს წარუძღვება ეროვნული არქივის სპეციალისტები.
კურსის ღირებულება: 150 ლარი. (საფასური განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილების „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ 1 მუხლის მე-4 პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად).
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, გადადით შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc6fhvWTtTBgr9kcE7hjI9ED1W9QzfXOHCXWRkKbwU3b-oCLw/viewform
კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის
დამადასტურებელი სერტიფიკატი.