დეკემბერი 548
en

ქუთაისელი გამომგონებელი, დაპატენტებული საკაცე, საგანგებო ფოტოსესია და ფერშალი სერგო ორჯონიკიძე

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა პროექტი „კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში  გამოაქვეყნა 1914 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია დავით მიქაბერიძის გამოგონება - საკაცეები დაჭრილთათვის. გამოგონება პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე გამოიყენებოდა.

ფოტოზე ჩანან: წითელი ჯვრის კომისიის წევრები, გამომგონებელი დავით მიქაბერიძე, ფრონტის სანიტარიული სამმართველოს სპეციალური კომისიის თავმჯდომარე იასონ გელოვანი და სერგო ორჯონიკიძე, რომელიც იმ დროს მუშაობდა სანიტარიულ რაზმში ფერშლად.

გთავაზობთ ფოტოზე უცნობის მიერ მიწერილ ანოტაციას სრულად:  

„1914 . 1-ლი მსოფლიო ომის დასაწყისს . ქუთაისში დავით იოსების ძე მიქაბერიძემ გამოიგონა საკაცეები დაჭრილთათვის (ერთცხენიანი და ორცხენიანი), განსაკუთრებით მოხერხებული სახმარისად მთიან ადგილებში. საკაცეები მოწონებული იქნა .. ფრონტის სანიტარულ სამმართველოს სპეც. კომისიის მიერ, რომლის სათავეში იდგა ცნობილი ლეჩხუმის დიდი თავადი იასონ გელოვანი. . მიქაბერიძემ მიიღო კომისიისაგან შეკვეთა და საკაცეები მზადდებოდა მის მიერ კუსტარულად და იგზავნებოდა კავკასიის ფრონტზე რუსეთ-თურქეთის 1914-16 წწ. ომის დროს. აღნიშნულ საკაცეების ნიმუშები . მიქაბერიძემ წარუდგინა, აგრეთვე, პეტერბურგში გენერალურ შტაბს. აქაც მოწონებული იყო და . მიქაბერიძემ მიიღო მათგან პატენტი და შეკვეთა საკაცეების მასიურ გამოშვებაზე საერთო ფრონტზე გამოაყენებლად. ეს მოხდა 1916 წელს. ეს განზრახვა არ იყო განხორციელებული ომის დამთავრების და რევოლუციის დაწყების გამო.

სურათებზე წარმოდგენილი არიან წითელი ჯვრის საგანგ. კომისიის წევრები და სხ. საკაცეების გასინჯვაზე. სხვათა შორის, თვით გამომგონებელი . მიქაბერიძე, კომისიის თავმჯდომარე . გელოვანი და სერგო ორჯონიკიძე, რომელიც იმ დროს მუშაობდა სანიტარ. რაზმში ფერშლად.

პროექტი „კვირის დოკუმენტი“ ითვალისწინებს ეროვნული არქივის ფონდებში დაცული წერილობითი, ფოტო, აუდიო და კინომასალის გამოქვეყნებას როგორც ეროვნული არქივის ვებგვერდზე - http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ისე არქივის გვერდზე სოციალურქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia

პროექტის მიზანია, კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა.