აპრილი 595
en

L'Illustration Journal Universel-ის ილუსტრაციები საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე

ფრანგულ ჟურნალ L'Illustration Journal Universel-ში საქართველოს შესახებ დაბეჭდილი ილუსტრაციების კოლექცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გახდა ხელმისაწვდომი.

 https://archive.gov.ge/ge/lillustration-journal-universel-1.

ცნობილი პერიოდული გამოცემა - L'Illustration Journal Universel - პარიზში 1843 წლიდან იბეჭდებოდა. ყოველკვირეულ ჟურნალში საქართველოს შესახებ სტატია არაერთხელ მოხვდა. პირველ ეტაპზე ავტორები ჩვენი ქვეყნის შესახებ სტატიებს გრიგორი გაგარინის ნახატებიაფორმებდნენ, მოგვიანებით ევროპულ პოპულარულ გამოცემაში სხვა ავტორების ნამუშევრებიც გამოჩნდა. 

ილუსტრაციებს შორისაა როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ხედები, ისე ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები და ისტორიული მოვლენების ამსახველი ჩანახატები.

L'Illustration Journal Universel  საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის კოლექციაშიდაცული.