მარტი 595
en

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში მკვლევარები წინასწარი დაჯავშნის გარეშე დაიშვებიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზ 13 აპრილიდან მკვლევარები წინასწარი დაჯავშნის გარეშე დაიშვებიან.

ყველა მკვლევარმა, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა დაიცვა შემუშავებული რეკომენდაციები. 

ორმეტრიანი დისტანციის დაცვის გათვალისწინებით, მკვლევართა დარბაზში სამუშაოდ ერთდროულად მხოლოდ 14 პირი დაიშვება.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზეhttps://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზეhttps://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/01_227brdzaneba_danartebit/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf.