ოქტომბერი 548
en

ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში

 

დოკუმენტების კრებულში „ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში. 1921-1924. ნარკვევი. დოკუმენტები“ (შემდგენლები: ლევან ჯიქია და დიმიტრი სილაქაძე) შესულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები, რომლებიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან:

  • 1921 წელს საქართველოში დაწყებული პოლიტიკური რეპრესიების შესახებ;

  • საქართველოში ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის ფორმებზე (მშვიდობიანი მანიფესტაციები, საბჭოთა ხელისუფლებისთვის პეტიციის წარდგენა, მიმართვა მსოფლიო თანამეგობრობას, რეფერენდუმის მოთხოვნა, შეიარაღებული აჯანყებები და სხვა);

  • საქართველოს ემიგრანტულ მთავრობასა და საქართველოში იატაკქვეშეთში მომუშავეთა კომუნიკაციაზე;

  • 1924 წლის აჯანყებისთვის მზადების პროცესზე;

  • საბჭოთა ხელისუფლების აგენტ-ინფორმატორთა ქსელზე;

  • 1924 წლის აჯანყების მარცხის შემდეგ ხელისუფლების მიერ გამოყენებულ რეპრესიის მეთოდებზე და ა. შ.