აპრილი 548
en

საქართველოს ეროვნულმა არქივმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეგვიპტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივთან მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ეროვნულმა არქივმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივთან დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოეწერა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი აჰმედ აბულ ღეიტის ვიზიტის ფარგლებში.
საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა ალექსანდრე ნალბანდოვმა, ხოლო ეგვიპტის მხრიდან - ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ბატონმა ვაჰიდ ელდინ ისმაილ გალალიმ.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობას საარქივო ჩანაწერების ასლების გაცვლის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რესტავრაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ასევე, ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და გამოფენების ორგანიზების კუთხით.
მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ეგვიპტის არქივებს შორის მომავალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.