ივნისი 548
en

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო კურსი 20-24 მაისს ჩატარდება.

კურსი განკუთვნილია საქმისწარმოებისა და საარქივო სფეროებში დასაქმებულთათვის; დამწყები სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ დეტალურად შეისწავლონ დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი. სწავლების მიზანია საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/stsavleba