მარტი 595
en

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი ონლაინ გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 12-16 აპრილს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო ონლაინ კურსს გამართავს.

სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 7 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საქმისწარმოებისა და საარქივო  საქმის სასწავლო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს ამ დარგის საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

კურსის თემატიკაა: დოკუმენტების შედგენა; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მართვა; ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; დოკუმენტების შემფასებელი  ექსპერტიზა; საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება; დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია და სხვ.  

კურსის ხანგრძილობაა 10 აკადემიური საათი. კურსის ღირებულებაა 150 ლარი. 

სასწავლო კურსებზე რეგიტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/erovnuli-arkivi-atskhadebs-mighebas-sakmistsarmoebisa-da-saarkivo-sakmis-sastsavlo-kursze.