აპრილი 548
en

კანდიდატთა შერჩევა ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების დირექტორის ვაკანტურ თანამდებობებზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების - ბოლნისის, ვანის, ზესტაფონისა და ყაზბეგის ადგილობრივი არქივის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევა დამატებით გამოცხადდა.
 არქივების დირექტორების შერჩევის პირველი ეტაპი აპრილის თვეში გაიმართა. თერთმეტი რაიონის ადგილობრივი არქივის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ეროვნულ არქივში 50-მდე განცხადება შევიდა.
 სპეციალურმა კომისიამ გასაუბრების (ვაკანსიის შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნის გამოსავლენად), კომპიუტერზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შემოწმების გზით დირექტორები შეარჩია ამბროლაურის, სამტრედიის, ჩოხატაურის, ხონის, ახალციხის,  ახალქალაქის, მარნეულისა და წალკის რაიონებში.
ბოლნისის, ვანის, ზესტაფონისა და ყაზბეგის ადგილობრივი არქივის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩევაში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები (კანდიდატის განცხადება; ავტობიოგრაფია; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; დიპლომი ან შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.) 2010 წლის 20 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატში (თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, №1; ტელ.: (995 32) 372801; 374925; 373925; 382846; ფაქსი: 372801; ელ. ფოსტა: hr@archives.gov.ge). 
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://www.archives.gov.ge/.