მარტი 548
en

გაბუნია-ბებუთაშვილის ფოტოკოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზე განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ბარბარე გაბუნია-ბებუთაშვილის კოლექციის ნაწილი ეროვნული არქივის ვებგვერდზე გახდა ხელმისაწვდომი.

კოლექცია 1860-1910 წლებში გადაღებულ ქართველი საზოგადო მოღვაწეების, მოხელეებისა და სამხედრო პირების ასეულობით ფოტოს აერთიანებს. მათგან ინტერნეტსივრცეში 35 ფოტო გამოქვეყნდა.

მხატვარი ბარბარე ბებუთაშვილი მწერალ და ქველმოქმედ დავით იოსების ძე ბებუთაშვილის ოჯახში 1891 წელს დაიბადა. განათლება საფრანგეთში, პარიზში მიიღო. მხატვრობასთან ერთად გატაცებული იყო ისტორიული მნიშვნელობის ფოტოების შეგროვებით. მის კოლექციაში ალექსანდრე როინაშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, ვლადიმერ ბარკანოვის, თბილისსა და ქუთაისში მდებარე ფოტოსალონების ნამუშევრებია.  

გაბუნია-ბებუთაშვილის კოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივში 1960-იანი წლებიდან ინახება.

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/barbare-gabunia-bebutashvilis-kolektsia-1