აპრილი 595
en

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში მკვლევარები მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით დაიშვებიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში 22 აპრილიდან მკვლევარები მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით დაიშვებიან.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს,  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო დროს 09:00-18:00 სთ., ტელეფონის ნომერზე: +995 32 2373913, ჯავშნის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

ორმეტრიანი დისტანციის დაცვის გათვალისწინებით, მკვლევართა დარბაზში სამუშაოდ ერთდროულად მხოლოდ 14 პირი დაიშვება.

ყველა მკვლევარმა, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა დაიცვას შემუშავებული რეკომენდაციები. 

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/01_227brdzaneba_danartebit/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf.