აპრილი 548
en

ელექტრონული მომსახურების სისტემაში იმერეთის რეგიონის ყველა არქივია ჩართული

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული სისტემა იმერეთის რეგიონის კიდევ ოთხ - ბაღდათის, წყალტუბოს, ხონისა და საჩხერის ადგილობრივი არქივებში ამოქმედდა. ამით ერთიან ქსელში იმერეთის რეგიონის ჩართვა დასრულდა.  
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის განცხადებით, „მომსახურების ელექტრონული პროგრამა ეროვნულ არქივს საშუალებას აძლევს, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დისტანციურად მოემსახუროს. ანუ, სისტემაში ჩართული არქივებიდან საჭირო დოკუმენტის მიღება ადგილზე ჩაუსვლელად, მათთან ახლოს მდებარე არქივში არის შესაძლებელი“.
ეროვნულ არქივში დანერგილი კიდევ ერთი სიახლე დაჩქარებულ მომსახურებას ეხება. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს. 
იმერეთის რეგიონის რაიონების გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის საქალაქო არქივი, ასევე, თელავის, მცხეთის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნისა და რუსთავის ადგილობრივი არქივები.
2010 წლის აპრილის ბოლომდე, ეტაპობრივად, ქსელში ჩაერთვება სხვა ადგილობრივი არქივებიც.