მარტი 548
en

ანტონ გოგიაშვილის ჩანახატების კოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზე განთავსდა

ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული მხატვარ ანტონ გოგიაშვილის ჩანახატების კოლექცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გახდა ხელმისაწვდომი.

ანტონ გოგიაშვილს ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ათეულობით ჩანახატი აქვს შექმნილი.  მასვე ეკუთვნის ვაჟა- ფშაველას პოემა "ბახტრიონის" (1896), ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" (1901) და რაფიელ ერისთავის ლექსების დასურათება.

ანტონ გოგიაშვილი 1899-1906 წლებში თანამშრომლობდა გაზეთებთან: „კვალი“, „ცნობის ფურცელი. სურათებიანი დამატება" და „შრომა. სურათებიანი დამატება“.

კოლექცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/anton-gogiashvilis-kolektsia-1.