საქართველოს ეროვნულმა არქივმა საკუთარ ფონდებში დაცული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების შესახებ ახალი გამოცემა მოამზადა.
წიგნი „ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ საზოგადოებას 18 მაისს 17:00 საათზე წარედგინება.
გამოცემაში შეტანილია ეროვნულ არქივში დაცული IX-XIX საუკუნეების ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების მოხატულობები და შემკულობები, გამორჩეული ანდერძ-მინაწერები და ავტოგრაფული ნუსხები, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ნუსხები, ბოლო ხანებში გამოვლენილი პალიმფსესტები და სხვა სიახლეები, ხელრთვები და ბეჭდები.
საქართველოს ეროვნულ არქივში 1000-მდე ხელნაწერი და 15 000-ზე მეტი ისტორიული საბუთია დაცული.