მარტი 548
en

საგანმანათლებლო პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელმაც  2017  წლიდან  საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.

პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

 

ვიქტორინა  გაიმართება სკოლების გუნდებს შორის შეჯიბრის ფორმით. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ კაპიტნების ჩათვლით ხუთ-ხუთიმოთამაშისგან დაკომპლექტებული გუნდები. გუნდებს  შეიძლება ჰყავდეთ ერთი სათადარიგო მოთამაშე, რომელიც შევსებულ ანკეტაში წინასწარ უნდა იყოს მითითებული. ღონისძიებას დაესწრებ და შეაფასებ ჟიური. ჟიურის მიერ ქულების შეჯამების პროცესი იქნება გამჭვირვალე.

ვიქტორინის გამარჯვებულები გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამეადგილი და ა.შ.).

ღონისძიებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და სიგელებით.

 

პროექტი დაიწყო  2020 წლის თებერვალში, ღონისძიების დასკვნითი ეტაპი გაიმართება  2020 წლის მაისში/ივნისში.

 

ვადები:

  • პროექტის  შესახებ ინფორმაციის გავრცელება - 2020 წლის 5 თებერვალი;
  • სკოლების რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ანკეტების შევსება და მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა - 2020 წლის  29 თებერვლის ჩათვლით;
  • ეროვნული არქივის მიერ პროექტში მონაწილე სკოლებში ვიქტორინისთვის მოსამზადებელი ლიტერატურისა და ვიქტორინის დებულების გაგზავნა - 2020 წლის 2-10 მარტი;
  • ნახევარფინალური ტურის ჩატარება  -   2020 წლის აპრილი/მაისი;
  • ფინალური ტურის ჩატარება და დაჯილდოება - 2020 წლის  მაისი/ივნისი

 

პროექტით დაინტერესებულმა სკოლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა და 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ  მისამართებზე:

nbadashvili@archives.gov.ge;                              

dsilakadze@archives.gov.ge;

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდით:

საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებას - 2 372803;    

დიმიტრი სილაქაძეს - 598 509 745;

ნინო ბადაშვილს - 571 775 774.   

 

 

დანართი: სარეგისტრაციო ანკეტა - 1 გვერდი.