2019 წლის 26-28 სექტემბერს გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“
ამჟამად მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია.
კონფერენციის მიზანი: სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა; ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება; ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება; ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
• არქივმცოდნეობა
• წყაროთმცოდნეობა
• სიძველეთმცოდნეობა
• ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია
• ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია)
• საბუნებისმეტყველო კვლევები
• კულტურათაშორისი კომუნიკაციები
• რესტავრაცია-კონსერვაცია
• ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები
• კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი
• საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში
კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს.
• თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ივნისი (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა - 500).
• თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინება დაიგზავნება 15 ივლისს.
საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ კონფერენციის გვერდზე: http://www.archives.gov.ge/ge/conference) და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kasatiani@archives.gov.ge.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული არქივის საიტზე: www.archives.gov.ge
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 13 03 80, email: kasatiani@archives.gov.ge.