დეკემბერი 548
en

ალბომი „მეფე ერეკლე“

 
წიგნი მკითხველს ვიზუალური მასალით მოუთხრობს მეფე ერეკლე II-ის ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ.
 
პუბლიკაციაში შეტანილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, პირადი წერილები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ასევე სხვადასხვა საარქივო და სამუზეუმო დაწესებულებაში დაცული მეფე ერეკლეს პირადი ნივთები, ფერწერული ტილოები და სხვ.
 
წიგნი ასახავს მე-18 საუკუნეში მოღვაწე საქართველოს გამორჩეული მეფის სამხედრო-პოლიტიკურ და პირად ცხოვრებას და მის შესახებ მკითხველს მრავალ საინტერესო ცნობას აწვდის. წიგნში შეტანილი არაერთი დოკუმენტი პირველად ქვეყნდება.
რედაქტორ-შემდგენელი: ქეთევან ასათიანი