მარტი 548
en

XX საუკუნის დასაწყისის ქართული საეკლესიო მხატვრობის შესახებ ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი მასპინძლობს გამოფენას „ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წწ.“, რომელიც აცოცხლებს აღნიშნული პერიოდის ქართულ საეკლესიო მხატვრობასთან დაკავშირებულ გამორჩეულ ადგილებს, ადამიანებს, ქმნილებებს.

გამოფენის დამთვალიერებელი გაეცნობა XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე თვითნასწავლი თუ პროფესიონალი, ქართველი თუ უცხოელი მხატვრების (დიმიტრი შევარდნაძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი და სხვ.) საეკლესიო მხატვრობის ხელოვნებას.

ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და მხატვრების საოჯახო არქივებში, ასევე შეგროვილია იმჟამინდელი პერიოდიკიდან და საეკლესიო მოხატულობების შესწავლის შედეგად.

გამოფენის კურატორია მხატვარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ანა მგალობლიშვილი.

გამოფენა 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.