სექტემბერი 548
en

სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ არქივში დავით აღმაშენებლის შესახებ ლექცია მოისმინეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სკოლის მოსწავლეებისთვის მოწვეულმა ისტორიკოსმა თეა ქართველიშვილმა დავით აღმაშენებლის შესახებ  ლექცია ჩაატარა. მან მიმოიხილა ის ისტორიული წყაროები, რომელიც დავით IV-ის პერიოდის შესახებ დღემდე არის მოღწეული. 

საჯარო და კერძო სკოლის 120-ზე მეტ უფროსკლასელს, რომლებიც „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ წევრები არიან,  ეროვნულ არქივში დავით აღმაშენებლის შესახებ დაცული მასალა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ასათიანმა წარუდგინა. სპეციალურად ლექციისთვის მომზადებული იყო დავით აღმაშენებლის ანდერძის მულაჟის ექსპოზიცია.

ლექცია ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით ჩატარდა.