დეკემბერი 548
en

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი ყველა დაინტერესებული პირისათვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსებზე.

საქმისწარმოების სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს, ტრენინგ-კურსი კი 26-30 ივნისს გაიმართება. 

ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს საქმისწარმოების და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოების ან საარქივო საქმის სპეციალობით და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან უჭირავს მენეჯერის პოზიცია  ნებისმიერ სფეროში და სურს უფრო ღრმად შეისწავლოს ამ სფეროების თავისებურებანი.ერთი კურსის ღირებულებაა 150 ლარი.

სასწავლო კურსებზე რეგიტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  http://archives.gov.ge/ge/stsavleba_mimdinare.